შეხვედრა მარტოხელა დედებთან

06 მარ 2023

ხელვაჩაურის მერიაში დედის და ქალთა საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა დედებთან  შეხვედრა გაიმართა. ხელვაჩაურის მერმა მათ უშუალოდ მათთვის განკუთვნილი მუნიციპალური პროგრამები გააცნო. მარტოხელა დედებს  სადღესასწაულოდ ერთჯერადად ათას-ათასი ლარი გადაეცათ. ხელვაჩაურში 36 მარტოხელა დედაა რეგისტრირებული.