სახელმწიფო დროშის დღე

14 იან 2023

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ის გერბთან და ჰიმნთან ერთად, ეროვნული სიმბოლოა.

„საქართველოს დროშა ინახავს ისტორიას, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ძვირფასი და საამაყოა“ - ასე ულოცავს პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს.

აჭარის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები საზეიმოდ გამოფინეს.