უფასო მუნიციპალური ავტობუსები

30 დეკ 2022

ახალი წლის ღონისძიებებთან დაკავშირებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გრაფიკი. ქალაქში მოძრავი ავტობუსები, პირველი, სამი, ცხრა, თერთმეტი და ცამეტი ნომერი ავტობუსები ღამის თორმეტი საათის ნაცვლად იმუშავებენ ღამის ორ საათამდე. საღამოს ექვსი საათის შემდეგ კი მგზავრობა უფასო იქნება.