შეხვედრა ამერიკელ მოსამართლეებთან

08 დეკ 2022

გენერალური პროკურორი ამერიკელ მოსამართლესა და ადვოკატს შეხვდა. საგამოძიებო უწყებაში სტუმრებს პროკურატურის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები , ასევე პრიორიტეტული მიმართულებები გააცნეს. ისაუბრეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსა და უწყების დამოუკიდებლობის გაძლიერების შესახებაც.