ბათუმი გოგი გიორგაძეს გამოემშვიდობა

26 ნოე 2022

ბათუმი ცნობილ ხელოვანსა და საზოგადო მოღვაწეს გოგი გიორგაძეს გამოემშვიდობა. იგი წლების განმავლობაში იყო სასცენო დადგმების რეჟისორი.

მონაწილეობდა ფილმებში: მათ შორის შოთა გუჯაბიძის ფილმში „ორი აგური“, ასევე სალომე საღარაძის ფილმში „როგორ მინდოდა ბათუმში“.

ბოლო დროს მუშაობდა ბათუმის კულტურის ცენტრში.