მთავრობის  სხდომა

23 იან 2017

საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა. ცვლილებების მიზანია ქალთა უფლებების დაცვა და სტამბოლის კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს ეხება.