უკრაინა რუსეთის შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც სანქციები დაუწესა ქართველებს - ლევან ქარუმიძე

20 ოქტ 2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ქარუმიძე უკრაინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას ეხმიანება. 

"ჩემთვის აბსოლუტური იმედგაცრუებაა, რომ უკრაინა მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ქართველებს სანქციები დაუწესა, მეორეა, რუსეთის შემდეგ," - წერს ლევან ქარუმიძე "ტვიტერზე". 

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ოთხ წევრს: ალექსანდრე ივანიშვილს, ქეთევან ხარაიძეს, უჩა მამაცაშვილს, ტიტე მამაცაშვილს და რამდენიმე ქართველ ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

აღნიშნული განკარგულება ცოტა ხნის წინ, გამოქვეყნდა.