„არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ – ქედაში საგანმანათლებლო ცენტრები შეიქმნა

10 ოქტ 2022

„არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე - ინკლუზიური, თანასწორი,  ხარისხიანი სკოლამდელი და ზოგადი განათლება ბავშვებისთვის საქართველოში“ - პროექტის ფარგლებში ქედაში საგანმანათლებლო ცენტრები შეიქმნა.    

სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის  შესაბამისი  ინფრასტრუქტურა  მომზადდა და  ქედის ერთ-ერთ სკოლაში ოთახებიც გამოიყო.  მიზანი სსმ ბავშვების უნარების განვითარება და პოტენციალის სრული რეალიზებაა.

პროექტს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდი ახორციელებს.