ახალი სკოლის მშენებლობა ბათუმში

30 სექ 2022

ბათუმში თანამედროვე სტანდარტების  ახალი საჯარო სკოლა აშენდება.  1400 მოსწავლეზე გათვლილ სკოლის 3 სართულიან შენობაში საკლასო ოთახების გარდა განთავსდება ბიბლიოთეკა და სასპორტო და სააქტო დარბაზები; მოეწყობა ღია მოედანიც.

სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

სკოლის მშენებლობისთვის აჭარის განათლების სამინისტრო 7 000 000  მილიონამდე ლარს დახარჯავს