„მზის სხივები“ - არტ-მეგობრების გამოფენა

26 აგვ 2022

ბათუმის ხელოვნების მუზეუმში  თბილისელი მხატვრების „არტ მეგობრების“ გამოფენა „მზის სხივები“ გაიმართა.  ჯგუფი პანდემიის დროს თბილისში შეიქმნა და იგი სხვადასხვა ასაკის პროფესიონალ და მოყვარულ მხატვარს აერთიანებს.  ბათუმში ჯგუფის პირველი  გამოფენაა, რომელიც  რეგიონში იმართება. როგორც მხატვრები ამბობენ, ისინი აპირებენ, როგორც  საქართველოს რეგიონებში, ისე საზღვარგარეთ აქტიურად გააგრძელონ შემოქმედებითი საქმიანობა.