ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს - თორნიკე რიჟვაძე

24 აგვ 2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს. 

ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობიან და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას", - წერს თორნიკე რიჟვაძე.

დღეს უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.