ჯანო დანელიას გამოფენა

03 აგვ 2022

მეგრული სევდა და ფრანგული სული, - ასე შეაფასეს ფოთელი მხატვრის ჯანო დანელიას ნამუშევრები ბათუმში. მისი ნახატების გამოფენა დღეს ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა და სამ დღეს გასტანს.  ხელოვნებათმცოდნეების შეფასებით, ჯანო დანელიას გამოფენა წელს ერთ-ერთი საუკეთესოა ბათუმში.