ქალები ხელვაჩაურიდან

28 ივლ 2022

ხელვაჩაურში გენდერული საბჭოს ინიციატივით, 11 ქალი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისათვის სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს.  ისინი მუნიციპალიტეტის  11 თემიდან შეარჩიეს. ხელვაჩაურის გენდერულ საბჭოში ამბობენ, რომ ქალთა ჩართულობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია და ამიტომაც მათი დაფასება აუცილებელია.სოფლად მცხოვრები ღვაწლმოსილი ქალების დაჯილდოებასთან ერთად  ფოტო-გამოფენაც მოეწყო.