„რეფორმების ჯგუფის“ წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ მეორე დღეა, აფხაზეთში მიმდინარეობს მძიმე პოლემიკა და პროტესტი იმ ე.წ. ხელშეკრულებაზე, რომელიც ბიჭვინთის რუსეთისთვის მფლობელობაში გადაცემას ითვალისწინებს. მისი თქმით, საუბარია იმაზე, რომ რუსეთს უკვე ოფიციალურად მიაქვს უნიკალური ისტორიული ადგილი, ბიჭვინთა და ეს რიგით მეორე ანექსიის შემდგარი ფაქტია, ხელისუფლების მხრიდან კი არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ალუდა ღუდუშაური კი აქუბრადიას განცხადებას სიცრუეს უწოდებს და მას პოპულიზმში ადანაშაულებს.