ამ წუთებში ევროპარლამენტარებისა და ქართული ოპოზიციის შეხვედრა უნდა დაიწყოს, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა აუდიენცია პარლამენტის თავმჯდომარესთან, მანამდე კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში. პირველ შეხვედრაზე წამოიჭრა საკითხები, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუციების მუშაობისა და მათი დამოუკიდებლობის გაძლიერებას უკავშირდება.