ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს და ხვალ აბიტურიენტები გამოცდას ისტორიაში აბარებენ.
ბათუმის მეთოთხმეტე სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში დილის სესიაზე რეგისტრირებული 305 აპლიკანტიდან 285 გამოცხადდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა გამოცდების პარალელურად, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ნაშრომების გასწორება დაიწყეს.