სუს-ის მიერ დაკავებული სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი. სპეცოპერაცია სოსო გოგაშვილის სახლში და სავარაუდოდ სამი მუხლით დაწყებული გამოძიება, მათ შორის ერთ-ერთი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს. ეს რაც ოჯახის წევრებისგან ვიცით ჟურნალისტებმა, ოფიციალურად კი სუსში განმარტეს, რომ ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და არა ახალ საქმეზე. ჩხრეკის შედეგად კი გარდაუვალი გახდა გოგაშვილის დაკავება.
დღესვე გეგმავს ადვოკატი გოგაშვილის მოდულის შენობაში მონახულებას.
ვიდრე გოგაშვილს დააკავებდნენ, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სიმართლის მოყოლას აპირებდა, ამ განცხადებით კი ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა.
საუბრობდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეც, რომელიც მისი თქმით გაყალბებულია, და რომ მტკიცებულებები კი საელჩოებსა და მედიას უკვე გადასცა.
რა პროცესები უძღოდა წინ ცნობილი მაღალჩინოსნის დაკავებას, რა ვერსიები აქვთ ოჯახის წევრებს და რას ნიშნავს სოსო გოგაშვილის დაკავება პოლიტიკოსებისთვის?