სოსო გოგაშვილი დაკავებულია 

16 ივლისი 2022, 12:01 1560 ნახვა

დაკავებულია სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი. იგი წუხელ, გვიან ღამით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. ჩხრეკა ჩატარდა აჭარაში მდებარე საცხოვრებელ სახლშიც. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა დაკავების მიზეზი, ძალოვან უწყებას ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, დაკავებამდე სოსო გოგაშვილმა სოც ქსელში დაწერა, რომ  აქვს მტკიცებულებები, თუ როგორ გაყალბდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები, და რომ ეს მტკიცებულებები  მან მედიას და დიპლომატიურ კორპუსებს გადასცა.  ასევე წერდა, რომ სხვა უკანონობის ფაქტებსაც გამოაქვეყნებდა.    

დაკავებასთან დაკავშირებით სხვა დამატებითი  დეტალების გარკევას ჩვენ ოფიციალურ უწყებებთან ვცდილობთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი