ქალაქ ვინიცაში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია - უკრაინული მედია

15 ივლისი 2022, 10:11 1271 ნახვა

ქალაქ ვინიცაში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია. საავადმყოფოებშია მოთავსებული 64 პირი, მათგან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქ ვინიცაში რამდენიმე ადგილი დაიბომბა, რის შედეგადაც დაზიანდა ოფიცერთა სახლი და გვერდით მდებარე საცხოვრებელი სახლები. რაკეტა ავტომობილების სადგომთან ჩამოვარდა - 30-მდე ავტომობილი დაიწვა.

გრძელდება სამაშველო ოპერაცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი