ვითარება უკრაინაში

14 ივლისი 2022, 10:10 650 ნახვა

ომის 141-ე დღეს რუსეთი უკრაინის ქალაქების დაბომბვას აგრძელებს. ბახმუტზე განხორციელებულ იერიშს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში დაზიანდა 8 საცხოვრებელი სახლი.

გამთენიისას იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქში, კრამატორსკის ინდუსტრიულ ზონაზე, ქალაქის მერის ინფორმაციით, თავდასხმის საფრთხე ისევ არსებობს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, გასული დღე ღამის განმავლობაში რუსულ ბომბს 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

დონეცკის რეგიონში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, სულ მცირე 609 ადამიანი დაიღუპა. რუსმა სამხედროებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეზე, დაშავდა 15 ადამიანი.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, დონბასში რუსული ძალები  ფართო ფრონტზე საარტილერიო დარტყმებს აგრძელებენ. თუმცა, ბოლო 72 საათის განმავლობაში მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, სლავიანსკისა და ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა  რუსების ყველა შეტევა მოიგერიეს. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი