სად გაივლიან წვრთნებს რეგიონის სპორტსმენები მომდევნო წელიწადი და 8 თვის განმავლობაში და აკმაყოფილებს თუ არა ის შენობები იმ კრიტერიუმებს, რომლებიც სპორტულ კომპლექსს უნდა ჰქონდეს-ამ და კიდევ რამდენიმე საკითხს განათლებისა და ფინანსთა მინისტრები სპორტსმენებთან რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდნენ. შეხვედრას საკრებულოს წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ადგილი ჰქონდა მცირე ხმაურსაც.