ავარია თურქეთში

12 ივლისი 2022, 18:20 6029 ნახვა

19 ადამიანი დაშავდა თურქეთში ავარიის შედეგად. თუნჯელში ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში მაშინ გადავარდა, როცა სატრანსპორტო საშუალება მალატიადან შავი ზღვისკენ მიემართებოდა. შემთხვევა თუნჯელი-ერზინჯანის საავტომობილო გზაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, დაშავებულები თუნჯელის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში