ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს 16 დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. პროკურატურამ მას ბრალი უკვე წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
შსს-ს ინფორმაციით ირკვევა, რომ 2 დღის წინ თბილისში, ბრალდებულმა მძინარე მეუღლეს ჩაქუჩით თავზე დაზიანება მიაყენა.
მიყენებული დაზიანების შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა.