აშენდება თუ არა ბათუმში ,,ხელმისაწვდომი საცხოვრისი”? ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროექტი ვერ განხორციელდება, თვითმმართველობაში კი კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა კი გაარკვია, რომ იაფი სახლის მშენებლობისთვის თანხა ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული. ამის მიუხედავად მმართველ პარტიაში გვეუბნებიან, რომ ფინანსების მოძიება შესაძლებელია.