აჭარიდან ნახჩევანში გამგზავრებულ ბავშვებს ნახჩევანის მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ

07 ივლისი 2022, 18:30 797 ნახვა

აჭარიდან ნახჩევანში გამგზავრებულ ბავშვებს ნახჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ. ბრონქული ასთმის და სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვი სანატორიულ-კურორტულ მკურნალობას 2 კვირის განმავლობაში გაივლის. აჭარის მთავრობის ინიციატივითა და ნახჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით, წელს ცენტრში 28 ბავშვი გაივლის მკურნალობას. ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან სადღეღამისო მომსახურებით და ასევე, ადგილობრივი ექიმების მეთვალყურეობით, გაეწევათ სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სერვისი.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი