26 მაისის ქუჩის ტრაგედიის სასამართლო ხვალ დასრულდება

04 ივლისი 2022, 19:52 953 ნახვა

ხვალ დილით გახდება ცნობილი რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე სასამართლო. მოსამართლემ თქვა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, თუმცა კიდევ ერთხელ მოუსმინა არგუმენტებს.დაკავებულების დაცვის მხარე გამამართელებლ განაჩენს ელოდება, პროკურატურა კი საპირისპიროს, სამივე დაკავებულისთვის გამამტყუნებელ განაჩენს. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, დაცვის მხარე თავის მართლებითაა დაკავებული, საქმეში კი ბევრი გარემოებაა, რაც რისკებსა და დაუდევრობაზე მიანიშნებს. მეორე მხარე კი საპირისპიროს ამტკიცებს. დღევანდელ სასამართლოს სხდომას დაღუპულთა ოჯახის წევრები და დაკავებულების ახლობლები ესწრებოდნენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი