ერთიანი ეროვნული გამოცდები

04 ივლისი 2022, 14:27 1070 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები დღეს, ხვალ და ზეგ ცოდნას ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდიან.

ამ წუთებში მეორე სესია მიმდინარეობს.  აჭარაში 4 საგამოცდო ცენტრია გახსნილი, მათ შორის ერთი მაღალმთიან აჭარაში.  გამოცდაზე რეგისტრაცია, 08:00 საათზე, ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად დაიწყო. 

იყო დაგვიანებების  შემთხვევები, მათ შორის აჭარაში 10. მაგალითად თბილისში კი  აბიტურიენტი არ დაუშვეს გამოცდაზე  1 წუთის დაგვიანების  მიზეზით. 

საგამოცდო  პროცესი მშვიდ ვითარებაში  დასრულდა აჭარის მაღლამთიანეთში, ხულოში მოქმედ ერთადერთ საგამოცდო ცენტრში.

აქ დღეს  დარეგისტრირებული 58 აბუტურიენტიდან გამოცდაზე ერთი არ გამოცხადდა.

მუშაობდა  ოთხი ძირითადი და ერთი დამატებითი, იგივე  სარეზერვო სექცია, სადაც ერთი  სპეცსაჭიროების მქონე აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ხულოში 172 აბიტურიენტია რეგისტრირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში