პაკისტანში კოკისპირული წვიმების შედეგად სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 19 და დაშავდა 12 ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში 35 მგზავრი იმყოფებოდა. მაშველები ეძებენ გადარჩენილებს.
ძლიერი წვიმის დროს ავტობუსი სველ გზაზე მოცურდა, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და მანქანა დაახლოებით 61 მეტრიან ხევში გადავარდა.