რუსებმა დონეცკის ქალაქები დაბომბეს, დაიღუპა ოჯახი 12 წლის ბავშვთან ერთად - ასეთია პუტინის ომის ბოლო 24 საათის შედეგი

04 ივლისი 2022, 11:55 602 ნახვა

რუსებმა დონეცკის ქალაქები დაბომბეს, დაიღუპა ოჯახი 12 წლის ბავშვთან ერთად - ასეთია პუტინის ომის ბოლო 24 საათის შედეგი. დაბომბილია  სლავიანსკი   და კრამატორსკი. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელზე, ივან ბაკანოვზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი განცხადებით, მოწინააღმდეგემ აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალა გამოიყენა. 

უკრაინის სამხრეთ ნაწილში განადგურდა 47 რუსი ოკუპანტი, მტრის თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და ჰაუბიცა- იუწყება ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“. 

უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ლუჰანსკის ქალაქ ლისიჩანსკს ტოვებენ. მათი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინელი დამცველების სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით მიიღეს. 

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთი ქალაქ ლისიჩანსკზე გამარჯვების გამოცხადების შემდეგ დონეცკის რეგიონის აღებაზე კონცენტრირდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი