უხვი ნალექის შედეგად ბათუმის შემოერთებული ტერიტორია რამდენიმე მისამართზე დაიტბორა.
მეჯინისწყლის დასახლებაში შაშიკაშვილის 42 ნომერში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ყოველ გაწვიმებაზე საცხოვრებელი სახლის მისასვლელები იტბორება და გადაადგილება უჭირთ.
ბათუმის წყლის ინფორმაციით ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. მათი თქმით პრობლემის მოსაგვარებლად ჩართულია როგორც ბათუმის წყლის, ისე აჭარის წყლის ალიანსის ტექნიკა და ადამიანური რესურსი.