ოფიციალური შეხვედრები ნატო-ს მადრიდის სამიტის ფარგლებში

30 ივნისი 2022, 11:28 511 ნახვა

ასევე მადრიდის სამიტზე გახდა ცნობილი, რომ რუსეთის კიბერთავდასხმებისგან დაცვის მიზნით, ბრიტანეთი საქართველოს ხუთ მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს.

ჯო ბაიდენის ინფორმაციით, ფინანსური დახმარება არის საქართველოსთვის აღმოჩენილი კიბერმხარდაჭერის მორიგი ფაზა, რაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საშუალებას მისცემს, წარმოადგინოს კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია – გამოავლინოს და მოიგერიოს თავდასხმები იმ პირებისგან, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპულ უსაფრთხოებას.

დიდი ბრიტანეთი ასევე უშუალოდ იმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან კიბერთავდაცვისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში