,,ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა თანხმდება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება“ - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა გააკეთა.
დიპლომატმა ვიდეო მიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელშიც კარლ ჰარცელი საუბრობს ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე.
ხაზს უსვამს, რომ შესაძლებლობები საქართველომ ხელიდან არ უნდა გაუშვას.
ელჩს მიაჩნია, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა.