ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მაღაზია გატეხეს.
მაღაზია ,,ექსპრეს ქსელიდან’’, ამ დრომდე, დაუდგენელმა პირებმა სიგარეტები და თანხა წაიღეს. თანხის ზუსტ ოდენობას მაღაზიის თანამშრომლები ვერ აკონკრეტებენ. ადგილზე დასაქმებულების თქმით, დილით მაღაზიაში მისულებს ობიექტი გატეხილი დახვდათ. მაღაზიის ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერებია განთავსებული. პოლიციამ კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღო.
გამოძიება უკვე დაიწყო. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები.
ბოლო ორ კვირაში ეს ქუთაისში ქურდობის მეოთხე შემთხვევაა. გასულ კვირას სათვალეების მაღაზია გაქურდეს.