რას სთავაზობს „ორგანიკ ჯორჯია“ ფერმერებს

28 ივნისი 2022, 18:38 1304 ნახვა

აჭარაში რამდენიმე თვის წინ დაფუძნებული  ასოციაცია „ ბიოსუპტროპიკი“ ახლა უკვე  „ორგანიკ ჯორჯიას“ სახელით იმუშავებს და ფერმერებს განახლებულ სტრატეგიას შესთავაზებს. დაეხმარება მათ ციტრუსის  ხარისხის გაუმჯობესებაში, პროდუქციის ბიოწარმოებასა და ევროპული  სტანდარტებთან დაახლოებაში. ასოციაციის მიზანია ასევე  ქართული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე რეალიზაციის ხელშწყობა. თავმჯდრომარის თქმით, ისინი ფერმერებს სერთიფიცირებაშიც დაეხმარებიან. „ორგანიკ ჯორჯია“ ციტრუსის გარდა სხვა კულტურებზეც იმუშავებს. გეგმავენ ახალი ჯიშების დანერგვას. ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების გადამზადება. ამ და სხვა გეგმების შესახებ დღეს „ორგანიკ ჯორჯიას“ წარმომადგენლები ფერმრებს ესაუბრენ. განახლებული ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა,  რომელსაც  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს,ქობულეთისა და ხელვაჩაურის თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი