ტეხასში ტრაილერში მიგრანტების ათობით ცხედარია ნაპოვნი

28 ივნისი 2022, 13:57 1174 ნახვა

სატვირთო ავტომობილში  50-მდე დაღუპული მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინა  პოლიციამ ტეხასში, სან-ანტონიოში. 

სან-ანტონიო მექსიკის საზღვრიდან 250 კილომეტრზე მდებარეობს. ჰოსპიტალიზებულია 16 ადამიანი.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ სატვირთო მანქანაში. პოლიცია მძღოლს ამ დრომდე ეძებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში