ბაზარზე ფასები ისევ პროგრესირებადია, საკვებ პროდუქტებზე, სურსათსა და თამბაქოზე ფასები ბოლო დღეების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. უკმაყოფილებას გამოთქვამენ როგორც გამყიდველები, ისე მყიდველები. ბოლო ორ დღეში მხოლოდ საწვავის ფასი 20 თეთრით გაიზარდა. ვიდრე ახალ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი ორშაბათს დაადგენს, ლარი ერთ დღეში კიდევ სამი თეთრით გაუფასურდა.