მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის 136-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

27 ივნისი 2022, 21:49 875 ნახვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა) ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.

ძლიერი წვიმის და უხვი ნალექის გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის 80 მ-მდე მონაკვეთი დაზიანდა, რის გამოც ამ მონაკვეთზე დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი