ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანეს რუსეთის ფედერაციის საზღვართან ახლოს დარიალი-ლარსის დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე საზღვრის გადაკვეთა ვერ განხორციელდება. რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა შესაძლებელია ისარგებლონ და საზღვრის კვეთის პროცედურები განახორციელონ საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის’’ გავლით.