ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით გემი შემოვიდა, თუმცა საბაჟო ორგანოებს თანხმობა ტვირთის მიღებაზე არ გაუციათ - ლევან დავითაშვილი

27 ივნისი 2022, 12:44 1629 ნახვა

ის, რომ ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით, ეს ფაქტია - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ საბაჟო ორგანოებს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ.

„სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეძლება ეხებოდეს სანქციებს, ხდება არასწორი ინტერპრეტირების საგანი. ის, რომ ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით, ეს ფაქტია. ჩვენ დოკუმენტები შევისწავლეთ და შესაბამისად, საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით. საქართველოში, არც ერთი ფაქტი სანქციების ან გვერდის ავლის, ან სანქციების დარღვევის არ ყოფილა. ვიღაცას შეიძლება სურვილი ჰქონდეს საქართველოში პროდუქტების შემოტანის, მაგრამ საქართველოს უწყებები მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოქმედებენ.

საბაჟო ორგანოებს არ გაუციათ არანაირი თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე. შესაბამისად, საბაჟოს თანხმობის გარეშე, პორტს, რაც არ უნდა სურვილი ჰქონდეს, ტვირთი ვერ მოხვდება საქართველოში და ვერ მოხვდება საქართველოს საბაჟო სივრცეში”,- განაცხადა დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი