დაგეგმილი აქცია და მოთხოვნები - შეფასებები

27 ივნისი 2022, 11:06 515 ნახვა

5 დღე რჩება ულტიმატუმის ამოწურვამდე, რომელიც მოძრაობის "შინ ევროპაში" წევრებმა პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს წაუყენეს. ისინი ითხოვენ გადადგეს მთავრობა და ეროვნული თანხმობით ახალი ჩამოყალიბდეს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ დაგეგმილ აქციას უერთდება, ამბობენ, რომ იმისთვის, რომ საქართველოსთვის ევროპის კარი გაიღოს საჭიროა მთავრობის გადადგომა.

გირჩი კი დაგეგმილ აქციას და მოთხოვნებს არ უერთდება, განმარტავენ, რომ ევროინტეგრაციასთან ამ მოთხოვნებს კავშირი არ აქვს.

იმისთვის, რომ საქართველო დაეწიოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ მატარებელს, უმრავლესობაში ამბობენ, რომ საჭიროა ევროპული პოლიტიკური პროცესი, რაც ჯანსაღ საპარლამენტო პროცესს გულისხმობს და არა ქუჩაში გამოსვლას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში