ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა საქართველოს მოქმედ ტაძრებში ღამისთევით აღევლინა. შობის ღამეს ფანჯრებში ანთებული სანთლები - უკვე რამდენიმე წელია მოსახლეობა დღესასწაულს ასე ხვდება. სანთლების ფანჯარასთან დანთება მაცხოვრის დაბადების სიმბოლოა. ტრადიციას საფუძველი ილია მეორემ ჩაუყარა.