კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სასამართლო გრძელდება

24 ივნისი 2022, 19:37 878 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი. დღეს დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტებისა და მოწმეების დაკითხვა გაიმართა. დაცვის მხარის მტკიცებით, მათ მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნით, სახლის ნგრევა რამდენიმე მიზეზის გამო მოხდა. ერთ-ერთ მიზეზად კი უკანონოდ დაშენებულ სართულებს ასახელებენ.პროკურორი  კი მიიჩნევს, რომ სახლის ნგრევა მხოლოდ და მხოლოდ მზიდი კედლების გამოღებამ გამოიწვია.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი