ირლანდიის დელეგაციის ვიზიტი

23 ივნისი 2022, 18:15 968 ნახვა

შალვა პაპუაშვილი ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ირლანდიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ირლანდიის სენატის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ მორიგ რეზოლუციაზეც, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. ჯო მაკჰიუმ აღნიშნა, რომ ირლანდიის რესპუბლიკა განაგრძობს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი