მმართველ გუნდში საუბრობენ, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებას იმსახურებს . ამბობენ, რომ ელოდებიან საბოლოო დადებით გადაწყვეტილებას და თუ საქართველომ სტატუსი ვერ მიიღო, მაშინ ეს უსამართლო გადაწყვეტილება იქნება და ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს სტატუსის მოსაპოვებლად, ხელისუფლების ოპონენტებს კი პოზიტიური მოლოდინები არ აქვთ.