„ის, რაც გუშინ ვნახე, საქართველოს ევროპული არჩევანის დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა.
მისი თქმით, ის, რაც გუშინ მოისმინა, იყო ქართველი ხალხის სურვილი, საქართველომ გამოიყენოს მომენტი და ხელიდან არ გაუშვას შესაძლებლობები, რომლებიც ევროკავშირმა მისცა.
ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო ძლიერი გზავნილები.