„შინ ევროპისკენ“ - საქართველოს ქალაქებში აქციები დაიწყო, მთავარი კი თბილისში 20:00 საათზეა ჩანიშნული. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო დეტალები კეთდება. გაიმართება მსვლელობაც ევროპის მოედნის მიმართულებით და აქ ღონისძიების დასკვნითი ნაწილი შედგება. აქცია „სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება. როგორც ამბობენ, ივიწყებენ ყველანაირ პარტიულ უთანხმოებას და ერთიანდებიან - საქართველოს ევროპული პერსპექტივის გარშემო.