"ჩვეულებრივ, უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ვერ იქნებოდა, ჩვენ ამას ომის გამო ვაკეთებთ" - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მაკრონის თქმით, უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია და დაამატა, რომ ქვეყანას გრძელი გზის გავლა მოუწევს, მაგრამ ეს იმედის ნიშანია, გარდა ამისა აღნიშნა, რომ მოლდოვას შეუძლია გახდეს ევროკავშირის კანდიდატი.
შეგახსენებთ ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოლდოვაში ვიზიტის დროს გააკეთა, მისი თქმით, მოლდოვა უკრაინისგან არ უნდა გაიმიჯნოს, ხოლო საქართველო, როგორც პოტენციური კანდიდატი, ასევე არის მოლაპარაკებების მაგიდაზე, თუმცა ეს ქვეყანა გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა.