დაკავება დიდი ოდენობით თანხის მითვისების და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ბრალდებით 

17 ივნისი 2022, 10:34 561 ნახვა

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით გაიმარჯვა  საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოცხადებულ  ტენდერში, მაგრამ  სამუშაოები შეასრულა ნაწილობრივ და ავანსის სახით ჩარიცხული თანხიდან  მიითვისა  მილიონ  ლარზე მეტი. ამის გარდა  ბრალდებულმა,  2 წლის წინ  საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დეკლარაციებში შეიტანა ყალბი მონაცემები. 

მას 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი