საქართველოს თავდაცვის მინისტრს ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა ნატო-ს გენერალურ მდივანთან. შეხვედრა ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში შედგა. მანამდე კი თავდაცვის მინისტრი საკონტაქტო ჯგუფთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.
ბრიუსელში „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრაში საქართველო პირველად მონაწილეობდა. ამ ფორმატის ფარგლებში ნატოს-ს თავდაცვის მინისტრები მესამედ შეიკრიბნენ.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნის საჭიროებები განიხილეს.
საკონტაქტო ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.