#33 ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია

16 ივნისი 2022, 11:03 777 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობა " ბათუმის მერიას  კორუფციაში და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ბათუმის საკრებულოში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის  განცხადებით, მამია ვარშანიძის ქუჩაზე მდებარე  #33 ბაღში სააღმზრდელო პროცესი რამდენიმე დღეა გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო შეჩერებულია. 

დაზიანებულია იატაკი, ჭერი, წყალი დგას ბაღის სარდაფში. ლაშა კილაბერია განმარტავს, რომ სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა, რადგან ბაღი დაახლოებით 5 წლის წინ აშენდა, რაზეც 2 მილიონი დაიხარჯა. ოპოზიცია საქმის  გამოძიებას და შესაბამისი უწყებებს მხრიდან დროულ რეაგირებას ითხოვს.

რომელ ბაღებში გადანაწილდა 300-მდე აღსაზრდელი და როდის დაიწყება სარემონტო სამუშაოები აღნიშნულ ბაღი? - საკითხთან დაკავშირებით ბაღების გაერთიანებიდან  და მერის კეთილმოწყობის სამსახურიდან კომენტარს ველოდებით.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში